03:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 17:41:43, 1730 ნახვა

პოლიტიკა
პატიმრების შეწყალება და მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის დისკრეციად რჩება

პატიმრების შეწყალება და მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის დისკრეციად რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე თემატურმა ჯგუფმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის ინფორმაციით,  ჩანაწერი, რომ შეწყალების საკითხი კანონით მოწესრიგდეს,  კონსტიტუციის პროექტში აღარ იქნება.

„გიდასტურებთ, სამუშაო ვარიანტში კონსტიტუციაში შედიოდა ასეთი ცვლილება, რომ კანონით განისაზღვრებოდა შეწყალების წესი, თუმცა კომისიაზე იყო ამ საკითხზე მსჯელობა. კომისიის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოთქვა მოსაზრება, ვინაიდან ეს არის პრეზიდენტის სრული დისკრეცია, დღესაც ეს კანონით არ წესრიგდება, არამედ პრეზიდენტის აქტით რეგულირდება, ეს დარჩეს ისე, როგორც არის მოქმედი კანონმდებლობით და საბოლოო ჯამში მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩანაწერი, რომ შეწყალების საკითხი კანონით მოწესრიგდეს, აღარ იქნება კონსტიტუციის პროექტში.

რაც შეეხება მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ესეც რჩება პრეზიდენტის დისკრეციად, ამ შემთხვევაში კონსტიტუციაში გაჩნდება დათქმა, რომ კანონით განსაზღვრული წესით, პრეზიდენტი მაგალითად ანიჭებს მოქალაქეობას, მაგრამ ის რაც კანონით არ წესრიგდება, ასეთი დათქმა კონსტიტუციის კანონის პროექტში აღარ იქნება",-აღნიშნა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics