|
2017-03-16 17:19:57, 2698 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე ლიცეუმში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა
საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე ლიცეუმში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი 17 წლის კოლეჯის მოსწავლეა. ის 2 პისტოლეტით და თოფით იყო შეიარაღებული. მას სავარაუდოდ კოლეჯის დირექტორის მოკვლა სურდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული მამაკაცი დაკავებულია, თუმცა ამ ინფორმაციას სამართალდამცავ სტრუქტურებში არ ადასტურებენ. ასევე, თავდამსხმელს სავარაუდოდ თანამზრახველი ჰყავდა. ამ დროისთვის მას ეძებენ. ადგილზე სპეცრაზმი მუშაობს და პოლიციაა მობილიზებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გავლისგან თავი შეიკავოს. სამართალდამცველები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა აღნიშნული ინციდენტი ტერაქტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)