15:09 - 10 Jun, 2026
|
2017-03-16 16:51:06, 2641 ნახვა
მსოფლიო
პარიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში ამანათი აფეთქდა
პარიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში ამანათი აფეთქდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ოფისის თანამშრომელმა ქალმა ამანათი გახსნა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. მას დაზიანებები სახესა და ხელებზე აღენიშნება. როგორც BBC წერს, ოფისის 150-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. შენობაში ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ინციდენტს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ტერაქტია. "ჩვენ ტერორისტულ აქტთან გვაქვს საქმე. სხვა სიტყვა არ არსებობს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც კონვერტში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო", - დასძინა ოლანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)