|
2017-03-16 16:06:49, 2240 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვარშალომიძის თქმით, პრემიერის ბრალდებები ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული აბსურდია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მოადგილე ლევან ვარშალომიძის განცხადებით, პრემიერის ბრალდებები ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული აბსურდია. მისივე თქმით, უმჯობესია მთავრობა გამოძიებით დაკავდეს და რეალური სურათი დადოს თუ რა მოხდა ბათუმში. „პრემიერსა და მთავრობას ვურჩევდი ნაცვლად იმისა რითაც ახლა არიან დაკავებულები - გადაბრალების პოლიტიკით, გამოიძიონ და თქვან ვინ იყო შემსრულებელი და დამკვეთი. გადაბრალებით საქმე არ მოგვარდება. მთელმა ბათუმმა იცის 12 საათამდე როგორ მშიდობიანად იდგა ხალხი, 12 საათის შემდეგ დაიძაბა ვითარება როცა სუსი და სპეცრაზმი გამოჩნდა. მთავარი შეკითხვა ამ ვითარებასი არის ის, თუ სად იყო დილის 5 საათამდე მთავრობა. როცა ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ყველა მიხვდება რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ სრულ ქრონოლოგიას თუ რა როგორ ვითარდებოდა იმ დღეს ბათუმში მოვლენები და საზოგადოებას ვანახებთ ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს“, - აღნიშნა ვარშალომიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)