02:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 15:45:48, 1298 ნახვა

საზოგადოება
ხარაგაულში ფერმერებს თხილის დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრები გამართეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ თხილის ბაღების გაშენების,  მათი მოვლა-მოყვანის, ასევე, თხილის კულტურისათვის აუცილებელი საკვები ელემენტების, სასუქებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ.  

მათივე ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ფერმერებს თხილის ბაღებში გავრცელებული ძირითადი მავნებელ-დაავადებების,  დაზიანების ფორმების,  სიმპტომების, მათი  მავნეობისა და მათ წინააღმდეგ  ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ექსტენციის პროქტის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ფერმერების ინფორმირება-გადამზადებას. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-მდე ფერმერი გადამზადდა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics