|
2017-03-16 13:37:49, 2671 ნახვა
ეკონომიკა
სურამში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტს წარმატებით აგრძელებს. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-კომპლექსის განვითარება შესთავაზოს. ამჯერად სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ გამოიტანა. უწყების ინფორმაციით, უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას მისი შემდგომში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 890 000 ლარს შეადგენს და აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სულ მცირე 400 000 ლარის ინვესტიცია და არანაკლებ 20 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა. აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/417724 ცნობისთვის, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 554 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)