|
2017-03-16 12:44:32, 2028 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: პრემიერს ვურჩევთ, გადაბრალების ნაცვლად საკუთრ გუნდში ეძებოს შეცდომები
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე პრემიერის განცხადებას, რომ ბათუმის მოვლენებზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება, სამარცხვინოს უწოდებს. მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, პრემიერმა გადაბრალების ნაცვლად, საკუთრ გუნდში ეძებოს შეცდომები: „მორიგ ჯერზე სამარცხვინოა საქართველოს მთავრობის განცხადებები, პრემიერის პოზიცია, რომელიც ვერ იღებს ელემენტარულ რაღაცებზე პასუხისმგებლობას ქვეყანაში. ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორ სუსტად გამოიყურებოდა სახელისუფლებლო რეაქცია იმ ვანდალურ ფაქტებზე, რაც ხდებოდა ბათუმში და როგორ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ეფექტურად დაეცვა ადამიანის უფლებები, თუ სახელმწიფო ქონება, რომელიც იმ პერიოდში ნადგურდებოდა. გადაბრალების ნაცვლად, საქართველოს პრემიერს ვურჩევთ, საკუთრ გუნდში ეძებოს შეცდომები და აიღოს ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართულმა ოცნებამ, ხოლო გამოძიების შემდეგ თუ კი გამოიკვეთება რომელიმე თანამდებობის პირის პასიურობა, შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა უნდა, დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი ისევე, როგორც გამოძიებული უნდა იყოს იმ ადამიანების საქმიანობა, რომლების მოქმედებაც გასცდა ნორმალური, მშვიდობიანი აქციის ფორმებს და მიიღო დანაშაულებრივი ნიშნების სახე“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)