|
2017-03-16 12:12:36, 739 ნახვა
რეგიონი
ხულოში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლით სხდომაზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების შესრულების ანგარიშის და 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. მოხსენება მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. სხდომას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე და ამავე კომისიის წევრები ესწრებოდნენ. სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებისათვის, რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისათვის და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის რწმუნებულებისათვის მოეწყო. შეხვედრის მონაწილეებს, გასავრცელებლად და სამედიცინო დაწესებულებში გამოსაქვეყნებლად, დაურიგდათ, სამინისტროს 2017 წლის პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები. 2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 14, 562, 900 ლარს შეადგენს, აქედან პროგრამული ნაწილი 11 829 990 ლარით განისაზღვრება. წელს სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული უწყებები 25 პროგრამას ახორციელებს. 2017 წლის პროგრამული სიახლეები: წელს პირველად ხორციელდება „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამა. მიზანი: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესება. მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები. დაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს. „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, რომლთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გამოეყოფათ, ერთჯერადად 50 000 ლარი. წლის განმავლობაში დაფინანსდება 5 პაციენტი, რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით. „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას, 2017 წელს, ბენეფიციარებად დაემატება ყველა შშმ პირი. „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ბიუჯეტი პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გათვალისწინებით გაიზარდა 100 000 ლარით. სამინისტრო დადასტურებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს გეგმიური ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას 30%-ით უფინანსებს. 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სახის სერვისი 57,069 ბენეფიციარს მიეწოდა. აქედან, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით - 6,662-ს (რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 28%-ით მეტია), სოციალური დაცვის პროგრამებით - 2,280-ს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით 48,007-ს, დასაქმების სააგენტოს პროგრამებით გადამზადდა -120 ბენეფიციარი.
(NS)
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)