|
2017-03-15 22:26:21, 1409 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოსთან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ
ამ წუთებში თბილისში, საკრებულოსთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს პასუხი ხვალ უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა, რამდენიმე წუთის წინ შეიტყვეს, რომ საკრებულო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. საკრებულოში დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილია შესული და ისინი ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის საკრებულო მათ მოთხოვნებს. გარეთ მყოფი აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სხვადასხვა რადიკალურ ზომას მიმართავენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას აკონტროლებენ. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოსგან მოითხოვენ ალტერნატიული ფართის გამოყოფასა და ზარალის ანაზღაურებას. მათი განცხადებით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდს ამის შესაძლებლობა გააჩნია. თუმცა, საკრებულოსგან თანხმობაა საჭირო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)