|
2017-03-15 17:13:20, 2769 ნახვა
ეკონომიკა
დავით კირვალიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. დავით კირვალიძე ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. CNFA აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო პროექტებს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. 2006 წლიდან დღემდე CNFA-მ საქართველოში 10-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. დავით კირვალიძე არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წლების განმავლობაში იგი კითხულობდა ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, აშშ-საქართველოს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტსა და მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ). დავით კირვალიძე ორჯერ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)