|
2017-03-15 15:33:47, 2163 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ოთარ კახიძე: წულუკიანი პოლიტიკური სიძულვილით არის გამსჭვალული ოპონენტების მიმართ
,,სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც არ აქვს ის უნარ-ჩვევები, რომელიც ამ კონკურსის გამართვას სჭირდება’’,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კახიძემ აღნიშნა, წულუკიანი ვერ ახერხებს მიუკერძოებელი კონკურსის ორგანიზებას. ,,თეა წულუკიანი არის პოლიტიკური სიძულვილით გამსჭვალული ოპონენტების მიმართ და ყველა ის პირი, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობებზე იყო მას პირად მტრად მიაჩნია. ცხადია, ის ვერ ახერხებს მიუკერძოებელი კონკურსის ორგანიზებას. აგრეთვე, იგი, როგორც მენეჯერი არ გამოირჩევა ნიჭიერებით და შესაბამისად, ვერ მართავს ამ პროცესს იმგვარად, რომ სტრასბურგმა ერთხელ უკვე მოგვიბრუნა სია, რაც დიდი სირცხვილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მენეჯმენტში არის როგორც ჩანს პრობლემები და ეს პოლიტიკოსი ქალბატონი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ელემენტარულ მოვალეობასაც კი’’,- განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)