01:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 14:10:46, 1608 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისია მორიგ სხდომას მართავს

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

დღეს განსახილველ საკითხებს შორისაა სოციალური უფლებების გარანტიების გაზრდა, მიწების გასხვისების საკითხი უცხოელებთან მიმართებაში და ომბუდსმენისთვის კონსტიტუციური გარანტიების დამატება.

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, შესაძლებელია მიწის გასხვისებაზე გარკვეული რეგულირებები დაწესდეს, მაგრამ ეს რეგულირებები არ უნდა იყოს მოქალაქეების მიხედვით.

„ეს ალბათ დიდი დისკუსიის საგანი იქნება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ამ ფორმით ცვლილებას ვეწინააღმდეგები. რაც შეეხება ომბუდსმენის ინსტიტუტს, შეთავაზებული გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევა უნდა იყოს კონსესუსზე ორიენტირებული, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უმრავლესობამ, უმცირესობამაც უნდა მიიღოს მის არჩევაში მონაწილეობა. ვფიქრობ, ომბუდსმენს უნდა დაემატოს კონსტიტუციური გარანტიები, რათა მას ჰქონდეს უფრო ეფექტური უფლებამოსილება და საბიუჯეტო დაცვა“, - აღნიშნა მენაბდემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა კი ფიქრობს, რომ მიწების გასხვისება უცხოელებზე უნდა აიკრძალოს.

„კომისიის მიერ გაზიარებული უნდა იქნას და კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე“, - განაცხადა გუგავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics