|
2017-03-15 13:52:48, 1360 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50-მდე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო 50-მდე კორპუსში მიმდინარეობს. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, 13 მისამართზე უკვე დასრულდა სამუშაოები, მათ შორის ზესტაფონის ქ. N18 - მე-2 კორპუსში, სადაც 1010 კვ.მ ფართობის ბრტყელი სახურავი შეიცვალა. მათივე ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა. „ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კორპუსების სახურავების, სადარბაზოების, კიბეების რეაბილიტაცია და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კაპიტალურ გამაგრებას“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ. მიმდინარე წელს რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 76 პროექტი დაამტკიცა. აქედან 35 მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდება. დაფინანსებული სამუშაოების საერთო ღირებულება 1 530 496 ლარს შეადგენს. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)