22:54 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 17:21:19, 410 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ ნატოში 2015 წლის ეროვნული პროგრამა წარადგინა

ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში,  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. 28+1 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს 2015 წლის ეროვნული პროგრამა წარადგინა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების მოადგილეების დონეზე გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ ქავთარაძემ მოკავშირეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების იმპლემენტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ალიანსის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებებით მიღწეული პროგრესი და წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმათა გეგმა; ასევე, ხაზი გაესვა რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრების წინასწარ დღის წესრიგს.
ნატო-საქართველოს კომისიის  ფორმატში გამართულ შეხვედრაზე,  ალიანსის წევრებმა საქართველოს კიდევ ერთხელ  გადაუხადეს მადლობა ნატოს ეგიდით მიმდინარე  საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი მტკიცე მხარდაჭერა.
ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილე ქართულ დელეგაციას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ხელმძღვანელობდა“,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics