01:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 21:25:10, 2072 ნახვა

პოლიტიკა
პუტინმა ცხინვალის “შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის” რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლას მხარი დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთოსურ მხარესთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა. თავდაპირველად შეთანხმება თავდაცვის სივრცის საერთო ფორმირებას ითვალისწინებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics