|
2017-03-14 18:32:58, 1290 ნახვა
საზოგადოება
დოლიძე: ინსტიტუტები, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, კონსულტაციებს უნდა გადიოდნენ
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმრავლესობის ფრაქციას ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობას არაერთხელ სთავაზოდა, თუმცა მათ შეხვედრებზე უარი განაცხადეს. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს ანა დოლიძის თქმით ხვალ გაიმართება ბოლო კონსულტაცია და ადმინისტრაციას აქვს დრო იმისთვის, რომ საბოლოო შეხედულება ჩამოაყალიბოს. “ჩვენ შევხვდით “ევროპულ საქართველოს” და ნაციონალურ მოძრაობას”, გვექნება შეხვედრები “პატრიოტთა ალიანსთან” სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 10 თებერვალს ჩევნ ვიყავით ჩასული ქუთაისის პარლამენტში და შევხვდით ყველა ფრაქციას, უმრავლესობის ფრაქციებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს. შემდეგ ვთხოვეთ მათ აქ მოსვლა, მივწერეთ წერილები, რომლებზეც არ ვიღებთ პასუხს. შეხვედრა მათთან ამ დრომდე არ შემდგარა. ინსტიტუტები სანამ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კონსულტაციებს უნდა გადიოდნენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ნახეთ ნებისმიერი დასავლური პოლიტიკური სერიალი, მანდ სწორედ ასე ხდება. ფრაქციებთან კონსულტაციების პრეცესი ხვალ დასრულდება. ამის მერე გვაქვს დრო იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საბოლოო შეხედულება. თუ იქნება ვეტო და რა იქნება მას შემდეგ. ვსაუბრობთ ორი ტიპის პრობლ;ემაზე ამ კანონში პირველი– რამდენად შესაბამის იქნება ახალი სააგენტო და რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის და მეორე – ვფიქრობთ, რომ კანონმა შეიძლება გაუმართლებელი ტვირი დააკისროსს ბიზნესს, ვინაიდან მიტითებულია, რომ სააგენტო ბიზნესის რესურსებს გამოიყყენებს”, – აღნიშნა ანა დილიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)