|
2017-03-14 17:39:55, 1212 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი სტატუსი" შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ
27-30 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. 2017 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, MF ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTLES - ის კონცერტი. ფესტივალის პროგრამა:
ფესტივალის წარმდგენია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსი", ხოლო მხარდამჭერი -საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალს ორგანიზებას უწევს კომპანია „ისთერნ პრომოუშენს" (Eastern Promotions). მედია მხარდამჭერები არიან რუსთავი 2, იმედი, ARTAREA, რადიო „ფორტუნა", Music box, გაზეთი „ჯორჯია თუდეი", ჟურნალი OK. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 27 მარტს, დილის 9:00 საათზე, ონლაინ ვებგვერდზე www.tkt.ge. ბილეთების თიბისი სტატუს და პრაიმ ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი. ამასთანავე, წელს პირველად, „თიბისი დაზღვევა" ბილეთების დაზღვევის ინოვაციურ სერვისს გთავაზობთ. დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ბილეთის ონლაინ ყიდვისას. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით ჯაზფესტივალზე წასვლას ვეღარ ახერხებთ, ერთი კვირით ადრე თიბისი დაზღვევა ბილეთის ღირებულების 100 %-ს აგინაზღაურებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდს: http://tbilisijazz.com/black-sea-jazz-festival-calendar/ ან დარეკეთ 2 99 05 99. (R)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)