|
2017-03-14 16:58:13, 4291 ნახვა
კულტურა
პირველი ქართული 3D ანიმაციის საერთაშორისო პრემიერა ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება
დათო კიკნაველიძის ანიმაციური ფილმის "ჯინო" მსოფლიო პრემიერა ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ფილმი ანსის საბავშვო ფილმების კატეგორიაში საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. "ჯინო" პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის - სახლის გადასარჩენად. ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება. იგი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალად ითვლება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)