|
2017-03-14 14:44:20, 1380 ნახვა
საზოგადოება
„მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას, მაგრამ უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს“
„ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავა წერილშია აღნიშნული, რომლითაც ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და 9 მარტს გამართული სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს წერილით მიმართავს. „მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცედენტიც გამოიკვეთა. რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავის გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას. გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი კადნიერებისათვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ თქვენს მართლმკვეთელობას!“, - ნათქვამია მეუფე პეტრეს წერილში, რომელსაც მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. შეგახსენებთ, სინოდის სხდომის განჩინებაში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)