|
2017-03-14 13:42:51, 1488 ნახვა
საზოგადოება
პირველად, შავი ზღვის ფესტივალს ჯგუფი JAMIROQUAI ახალი ალბომით ეწვევა
27-30 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. როგორც "თიბისი გალერეაში" გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, 2017 წლის ჯაზფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTELS, MF ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTELS-ის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ პირველად შავი ზღვის ფესტივალზე ჯგუფი JAMIROQUAI ახალი ალბომით წარსდგება. ბილეთების გაყიდვა 27 მარტს დილის 09:00 საათზე დაიწყება, ონლაინ ვებ გვერდზე www.ticket.ge. სიახლეა ის, რომ პირველად შემოდის ბილეთების დაზღვევა. თუკი, მოქალაქე კონცერტზე წასვლას ვეღარ შეძლებს, ბილეთის დაზღვევის შემთხვევაში, მას თანხა სრულად აუნაზღაურდება. ამასთან, ბილეთების "თიბისი სტატუს" და "პრაიმ ბარათების" შეძენისას, ექსკლუზიური ფასი იმოქმედებს. გარდა ამისა, ტექნიკურ ნაწილში განხორციელდა ცვლილებები, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოყოფილია 3 ზონა და კონცერტზე დამსწრეთა მსურველებს ერთი შესასვლელით სარგებლობა აღარ მოუწევთ. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია "ისთერნ ფრომოუშენია", ხოლო წარმდგენი "თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება - "თიბისი სტატუსი". ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)