|
2017-03-13 17:15:47, 1300 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან ორი აქცია მიმდინარეობს
ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პრემიერთან შეხვედრას და კომპენსაციებს ითხოვენ. ამ მიზნით ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიან აქციას მართავენ. „ჩვენ გვინდა მარტო პრემიერთან შეხვედრა, 24 საათის შემდეგ გეტყვით პასუხსო, გამოვა პრემიერი და შეგვხდება. ის პასუხი პრემიერმა დღესაც იცის, რატომ უნდათ ჩვენი ასეთი გატანჯვა და გაწვალება?!“,-აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა. დაზარალებულების მოთხოვნებზე კომენტარი გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მიღების უფროსმა მამუკა ასათიანმა: „თბილისის მერიამ შესთავაზა ალტერნატიული ფართი, სადაც შეძლებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას, ასევე საკრებულოში შეიქმნა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწავლობს მათ საკითხს, თუ რითი შეიძლება რომ დაეხმაროს. ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის უშუალო მონაწილეობით მოხდა რეკომენდაციის გაწევა კომერციულ ბანკებთან მათი კრედიტების გადავადების მიზნით. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრის საკითხს, ეს ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას“,-აღნიშნა მამუკა ასათიანმა. კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან, რომელსაც ამჯერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მართავენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსების შემცირებას და კლინიკების ნაწილის დახურვას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა, დარჩეს მრავალპროფილურ კლინიკებში განყოფილებები და ისევ მოხდეს პაციენტების მოთავსება. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობას აპირებენ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მათ მოთხოვნებს უკვე გაეცნენ და განაცხადეს, რომ პროტესტის მონაწილეთა აზრები უწყების ხედვას ემთხვევა, თუმცა სამინისტროს მათი განხორციელების საკუთარი გეგმა აქვს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)