|
2017-03-13 17:05:09, 1340 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში ისაკიანის, ნუშისა და ავშნის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ისაკიანის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტი ნუშისა და ავშნის ქუჩების კანალიზაციის ქსელის ცენტრალურ სისტემაზე დაერთებას ითვალისწინებს. ისაკიანის ქუჩაზე 72 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა ახალი მილები და დამონტაჟდება 4 ჭა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე. კანალიზაციის ახალი ქსელის მოსახლეობამდე მიყვანა უკვე დასრულდა ნუშის ქუჩაზე. სისტემა მოეწყო დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე. ხვალიდან დაერთების სამუშაოები გაგრძელდება ავშნის ქუჩაზე. სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 259 508 ლარია. კანალიზაციის სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ ნუშისა და ავშნის ქუჩებზე მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)