|
2017-03-13 14:16:37, 2037 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: კონსტიტუცია ერთიანი თანხმობის დოკუმენტია და ის ერთად უნდა დავწეროთ
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად დღეს კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში შეხვედრები გამართა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას მოდერაციას "თავისუფალი დემოკრატების'' თავმჯდომარე ნინო გოგუაძე უწევდა. პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს. ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრებები ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის, რწმუნებულ- გუბერნატორების ინსტიტუტის, საარჩევნო სისტემის ცვლილების, საარჩევნო ბარიერის დაწევისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის სულისკვეთება საქართველოს თითოეული მოქალაქის თანხმობაა ძირითადი თამაშის წესების შესახებ. "ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ მოსაზრებებს როგორი გვსურს იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. როგორი თვითმმართველობა გვსურს, როგორ უნდა ჩავერთოთ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავწეროთ კონსტიტუცია და ამით პატივი ვცეთ ერთმანეთის მოსაზრებებს და განსხვავებულ აზრს. მნიშვენელოვანია სწორედ ეს პოლიტიკური პროცესი, როცა მოსახლეობა ჩართულია ფუნდამენტური კანონის ფორმირებაში. ამ დისკუსიის გაშლა გვინდა ჩვენ. იყოს ხალხის ჩართულობა, იყოს ხალხის მოსაზრება, იყოს ამაზე კამათი და არა ისე, რომ დახურულ კარს მიღმა გადაწყდეს და როგორც არაერთხელ ყოფილა, დაგვაყენებენ ფაქტის წინაშე. თუ ჩვენ ყველანი დავიწყებთ ამ საკითხზე საუბარს, ჩვენ მივალთ ისეთ პროცესამდე, რომელიც უფრო შეგვკრავს და გაგვაერთიანებს როგორც ერს. პოლიტიკური პარტიების არსებობა ჩემი მიზანია და ჩემი სურვილი, იგივე საკანონმდებლო ნაწილში, იქითკენ არის მიმართული, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტიები იყოს', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)