13:55 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 13:53:10, 2696 ნახვა

მსოფლიო
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 180-მდე მეთაური გაანადგურა

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, მოსულზე იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ 180-მდე მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქის დასავლეთ ნაწილში ჩარჩენილი მებრძოლები ალყაში არიან მოქცეულნი. 

გასული ღამის განმავლობაში, ერაყის ძალებმა ქალაქიდან გასასვლელი უკანასკნელი გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის ისლამისტებისგან გაწმენდილია მოსულის 40-დან 17 კვარტალი.

ცნობისთვის, მოსულის გამათავისუფლებელი ოპერაცია 2016 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ ჯიჰადისტები ერაყის მეორე ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics