13:48 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 10:48:43, 2304 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადრე თუ გვიან მოუწევს მძიმე ბრალდებებს პასუხი გასცეს

„დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადრე თუ გვიან მოუწევს მძიმე ბრალდებებს პასუხი გასცეს“,-ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

პროკურატურის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში  ცოტახნის წინ მივიდნენ.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, მამა გიორგი მამალაძეს ფაქტობრივად ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ  სცემდა.

„ფაქტობრივად, მას ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა, თუ, რა თქმა უნდა, დღესაც რაიმე მიზეზს არ დაასახელებს და კვლავ თავს აარიდებს საგამოძიებო მოქმედებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, ადრე თუ გვიან, მას მოუწევს ამ მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი და ყველა შეკითხვას უპასუხოს ამომწურავად და სწორედ ამ მიზეზით ვხვდებით დღეს მას. შეკითხვები არის ძალიან ბევრი, როგორც ამ მომწამვლელი ნივთიერების მოძიება შეძენის თაობაზე, ასევე ბევრი სხვა თემა არის, რაზეც დღეს უნდა დაისვას შეკითხვები“, - განაცხადა  ჯარჯი წიკლაურმა.

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში  ბრალდებულის ადვოკატებიც იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics