|
2017-03-12 15:01:05, 5403 ნახვა
სამართალი
ქურდული სამყაროს წევრები ბათუმში ახალგაზრდების მობილიზებას ახდენდნენ
ქურდული სამყაროს წევრები ბათუმის სხვადასხვა უბანში ახალგაზრდების ორგანიზებას 10 და 11 მარტს ახდენდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა უთხრა. როგორც ინფორმირებული მოქალაქეები აცხადებენ, 10 მარტს, საღამოს ბათუმის სხვადასხვა უბნებში ქურდული სამყაროს წევრებმა უბნის ე.წ მაყურებლები შეკრიბეს და მათ დაავალეს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მინიმუმ 10 ან 15 ადამიანი მოენახათ. „სხადნიაკი მოაწყვეს 10 მარტს, ღამით ჩვენს უბანში, გარეთ. უბნის მაცხოვრებლები ხედავდნენ ადამიანების შეკრებას. ამ შეკრებაზე ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მისცეს დავალებები შეეკრიბათ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი, სასურველი იყო ხელკეტებით შეიარაღებულები“ - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ შეკრების ერთ-ერთმა თვითმხილველმა. „ახალგაზრდების შეკრებაში ჩართული იყვნენ ძირითადად ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანები, მათ შორის რამდენიმე უკვე არის წარსულში ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის“ - უთხრა „ექსპრესნიუსს“ ინფორმირებულმა მოაქალაქემ. შეკრების ადგილად ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა ახაგაზრდებს დაუსახელეს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა. გარდა ამისა, ისინი ახალგაზრდების პროპაგანდირებას ცდილობდნენ არგუმენტებით, თითქოს „ბათუმი გაწითლდა“, „პოლიცია უნდა დაასუსტონ“ და „ხალხი უნდა ააბუნტონ ყველა მიზეზით“ - ეს ის გზავნილებია რაც ახალგაზრდებთან ქურდული სამყაროს წევრებმა გაიტანეს და მათი მიბილიზება მოახდინეს. „ექსპრესნიუსი“რესპოდენტების ვინაობას, მათივე უსაფრთხოების გამო არ ასახელებს. აღსანიშნავია, რომ 10 და 11 მარტის შეკრებების ორგანიზატორთაგან არცერთი იყო ე.წ კანონიერი ქურდი.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)