23:08 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 12:42:43, 1327 ნახვა

საზოგადოება
კაპანაძე: ბათუმში განვითარებული პროცესების პოლიტიკური ოპონენტებისთვის გადაბრალება ხელისუფლების ცდუნებაა

 

 „ბათუმში განვითარებული პროცესების პოლიტიკური ოპონენტებისთვის გადაბრალება ხელისუფლების ცდუნებაა“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი  კაპანაძემ განაცხადა.

 როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ხელისუფლებამ როგორც სჩვევია ნაჩქარევი შეფასებები გააკეთა და ხელი პოლიტიკურ ოპონენტებს დაადო.

,,ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო საათებში არის ის, რომ როგორც ადრე სჩვევია ხელისუფლებას, გააკეთეს ნაჩქარევი შეფასებები და პირდაპირ ხელი დაადეს პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს ჩვენ ვნახეთ აქამდეც, როდესაც გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. მაშინვე მოხდა ხელის გაშვერა კონკრეტული პოლიტიკური ძალის და ადამიანების მიმართ. გამოძიებამ კი აჩვენა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. მესმის, რომ ხელისუფლებას აქვს ცდუნება გადააბრალოს ოპოზიციას და პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგრამ მგონია, რომ ისინი იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ რეალურად გამოიძიონ რა მოხდა. ვინც დამნაშავეა დაისაჯოს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან იმიტომ, რომ გუშინ არ იკვეთებოდა დანაშაული მხოლოდ ერთი მხრიდან. ნაცვლად პოლიტიკური თამაშებისა, ხელისუფლების მხრიდან,მოვუწოდებ, რომ კონკრეტული პრობლემა მოაგვარონ, რომელიც შეიძლება გაცილებით დიდი პრობლემის შემქმნელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის,’’- განაცხადა სერგი კაპანაძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics