|
2017-03-12 11:36:52, 1410 ნახვა
საზოგადოება
ბესელია: ბათუმის მოვლენები „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა
„ბათუმის მოვლენები-ეს „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა“,-ასე გამოეხმაურა Facebook-ის საკუთარ გვერდზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ბათუმში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ბესელია აღნიშნავს, „დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება- ნაცნობი ხელწერაა. „ ასეულობით აქციის მონაწილე ვყოფილვარ, ორგანიზატორიც და მართლაც მრავალათასიან მომიტინგეთა შორის 6 წელი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. არასოდეს მახსოვს არც ერთი ძალადობრივი ეპიზოდი! არც ერთი! მაშინ როცა ტყვიების ზუზუნში ვიდექი, დაცხრილული მქონდა რეზინის ტყვიებით ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ- არასოდეს ხელი არ წაცდენია არც ერთ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებებისკენ. ბათუმის მოვლენები - ეს ნაც მოძრაობის ხელწერაა! ცნობისთვის, ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)