20:15 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 10:47:57, 2300 ნახვა

სამართალი
შს სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა  მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით პოლიციელთა შემდგომი მომზადებისა და ტრენინგების, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ „112“-ში შესული ზარების ანალიზის საკითხები, ასევე, შს სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი, მიმდინარე პროექტი - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას, ამ კუთხით სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე, სახელმწიფო უწყებებთან.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის ეფექტურად განხორციელებისთვის სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics