22:54 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 12:58:58, 417 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას შეფასებით, საჰაერო თავდაცვა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, საჰაერო თავდაცვა ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობისთვის  ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ამის შესახებ ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, ინესტორი ქვეყანაში დიდ ფულს არ ჩადებს, თუ ის სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცული არ იქნება. 

„საჰაერო თავდაცვა, ანუ დაცული ცა, არა მხოლოდ უსაფრთხო ძილს ნიშნავს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი შვილებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რეალურად გაქვს ეკონომიკური სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. არავინ არ ჩადებს დიდძალ ფულს, არც ერთი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში, თუკი მან არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული და თუკი მან იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია შენს მეზობელ ქვეყანას შემოვიდეს და ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში“, – აღნიშნა ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics