|
2017-03-10 17:28:04, 2468 ნახვა
ეკონომიკა
აბაშიშვილი: ყველამ, ვინც სებ-ის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ყველამ ვინც პრეზიდენტის ვეტო სებ-ის კანონთან დაკავშირებით დაძლია, პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. აბაშიშვილის თქმით, ვეტოს დაძლევამ ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანა მიაყენა. "კანონპროექტი, რომელსაც დღეს იხილავს საქართველოს პარლამენტი არის პრაქტიკულად იგივე კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა მოტივირებული შენიშვნების სახით. პრეზიდენტმა არ დაუშვა ეროვნული ბანკის ორად გაყოფა, თუმცა მაშინ საქართველოს პარლამენტის მხრიდან დაიძლია ვეტო. მიგვაჩნია, რომ მაშინ ეროვნული ბანკის კანონის შესახებ ვეტოს დაძლევის გამო ქვეყანას მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური ზიანი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც წელიწადნახევრის წინ მიიღო მონაწილეობა პრეზიდნტის ვეტოს დაძლევაში, უნდა აგონ პოლიტიკური პასუხი", - აღნიშნა აბაშიშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 2015 წლის 3 სექტემბერს დაძლია. ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას პატივს სცემს და კანონს ხელი მოაწერა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა დასძინა, რომ მან და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა აღნიშნული კანონი არ მიეღოთ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)