|
2017-03-10 14:15:38, 1218 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორიას გადაწყვეტილებით რუსიტაშვილების ცხრასულიან ოჯახს ახალი ბინა დაუკანონდა
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, რუსიტაშვილების ცხრაშვილიანმა ოჯახმა ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიას ბრძანების საფუძველზე, საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. დღეს კი, იუსტიციის სახლში დოკუმენტების ოფიციალურად გადაფორმების შემდეგ, დავით რუსიტაშვილი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ბინის სანახავად გაემგზავრა და ახალი საცხოვრებელი ფართი ადგილზე დაათვალიერა. საცხოვრებელი ფართის დათვალიერების შემდეგ დავით და ირმა რუსიტაშვილები მათივე თხოვნით, ლევან იზორიამ სამუშაო კაბინეტში მიიღო. დავით რუსიტაშვილის ცხრასულიანმა ოჯახმა ბინის გასაღები საჩუქრად საზეიმო ვითარებაში ჯერ კიდევ 2016 წლის 8 მარტს მიიღო. თუმცა, ქმედებას ხუთი თვის განმავლობაში მსვლელობა არ მისცემია. უძრავი ქონების დაკანონება, მისი ოფიციალურად გადაცემა არ მომხდარა, რის გამოც დაირღვა ვადებიც. საკითხის შესწავლის მიზნით, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით მოხდა მისი დეტალური შესწავლა. მინისტრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადასცა და დაუკანონა. „მოგეხსენებათ სამართლებრივი საფუძვლების შექმნა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, ამ ვადების გასვლის შემდეგ ყველანაირი სამართლებირივი საფუძვლები ბათილდება. რუსიტაშვილების ოჯახთან დაკავშირებით ყველანაირი ვადები დარღვეული იყო, თუმცა, მინისტრის დავალებით, მოხდა საკითხის ძირეული შესწავლა და შეიქმნა ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის გამოიცა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რეესტრში გაფორმდა დოკუმენტაცია და შესაბამისად რუსიტაშვილების ოჯახი უკვე უძრავი ქონების კანონიერი მფლობელები არიან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა. დავით და ირმა რუსიტაშვილების ოჯახიდან ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა - კაპრალი ქართლოს რუსიტაშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იმყოფება, ხოლო მიხეილ რუსიტაშვილი I ქვეით ბრიგადაში მსახურობს.
(NS)
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)