|
2017-03-10 13:31:30, 1400 ნახვა
საზოგადოება
ფარნავაზ მეფის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გაეცნენ. თბილისის მერის თქმით, დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების უკვე მეორე მასშტაბური პროექტი ხორციელდება, ხოლო ქალაქში გზის საფარის დაგების სამუშაოები ერთდროულად 20-ზე მეტ ქუჩაზე მიმდინარეობს. „დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყეთ. ზამთრის შემდეგ გზა ძლიერ იყო დაზიანებული და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებდა. ამ ეტაპზე გზის საფარის მოხსნა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ახალი გზის საფარი დაიგება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ფარნავაზ მეფის გამზირზე მოხდება ასფალტის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორ ფენიანი საფარი, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები. ჯამში, ფარნავაზ მეფის გამზირზე 30 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის 9 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდება. (NS)
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)