|
2017-03-10 13:07:55, 1261 ნახვა
საზოგადოება
ირანში ირანულ-ქართული ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ირანში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკში ირანულ-ქართული ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრი გაიხსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ინოვაციების სააგენტოდან აცნობეს, სტარტაპებს, რომლებსაც სურთ ირანის 80 მილიონიან ბაზარზე შესვლა, აღნიშნული ცენტრის სამუშაო სივრცედ გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე, საააგენტომ, სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად, შეხვედრები გამართა იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკში არსებულ ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიასთან IT და ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლობასა და სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკის ხელმძღვანელობასთან. მრგვალი მაგიდის ფორმატში, სააგენტომ საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო ირანულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში წარმომადგენლობის გახსნით. ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას, სტარტაპების ხელშეწყობას და მათ ირანის 80 მილიონიან ბაზარზე დამკვიდრებას. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველ სტარტაპებს შესვლასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. შეგახსენებთ, ირანში ვიზიტისას სააგენტოსა და იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება სტარტაპების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით. (NS)
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)