|
2017-03-09 20:17:15, 2252 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებენ
„ჩვენს რეგიონში მხოლოდ საქართველომ შეძლო საერთაშორისო რეიტინგების შეინარჩუნა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგში „ბიზნესის კეთების სიმარტივე 2017", რომლითაც საქართველომ 7 პოზიციით წაიწია წინ და 23-ე ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადავიდა. ასევე, პოზიტიური შედეგებია „ჰერითიჯის ფონდის" ეკონომიკური თავისუფალების ინდექსის და სხვა მნიშვნელოვანი რეიტინგების მიხედვითაც. "საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების - ე.წ. ევრობონდების ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ნდობის გამოცხადებას ნიშნავს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მან ისაუბრა იმ დადებითი ტენდენციების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოს საფინანსო სექტორში, კერძოდ, საქართველოს ბანკების ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე ფასების ზრდით ხასიათდება, რაც საქართველოსა და მისი ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს. „ჩვენ დღესდღეობით გვაქვს 2016 წლის სამი კვარტლის წინასწარი მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, მეოთხე კვარტალის მონაცემები ხვალ გამოქვეყნდება. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის სამი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, საგრძნობლადაა გაზრდილი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ. „ჩვენ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ, დაახლოებით, 44 მილიონი ევროს ჩარიცხვები საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში, რომელიც მიბმული იყო კონკრეტული რეფორმების განხორციელებასთან. ეს რეფორმებია: სასამართლოს რეფორმა, სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმა, რეგიონული განვითარების რეფორმა, საჯარო მმართველობის რეფორმა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებიდან გამომდინარე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ განხორციელებული რეფორმები, დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმა და სხვა", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, აღნიშნული თანხები კონკრეტული რეფორმის შედეგებთანაა დაკავშირებული.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)