|
2017-03-09 15:04:46, 1072 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკი“, WORLD ELITE MASTERCARD-ი და ნინო ქათამაძე თანამშრომლობას იწყებენ
„ვითიბი ბანკი“, WORLD ELITE MASTERCARD-ი და მომღერალი ნინო ქათამაძე ერთობლივ თანამშრომლობას იწყებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. ვითიბი ბანკი, WORLD ELITE MASTERCARD®-ი და მომღერალი ნინო ქათამაძე ერთი წლის განმავლობაში ერთობლივი პროექტების, სარეკლამო კამპანიების და ღონისძიებების ფარგლებში ითანამშრომლებენ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 10 და 11 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძის სოლო კონცერტები გაიმართება. კონცერტის გენერალური სპონსორია „ვითიბი ბანკი“ და WORLD ELITE MASTERCARD®-ი. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა დასახმარებლად გადაირიცხება. ნინო ქათამაძე და ჯგუფი "INSIGHT" ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, “GEORGIAN BRASS”-თან, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდთან და უცვლელ შემოქმედებით პარტნიორ - მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად შეასრულებს კომპოზიციებს ახალი ალბომიდან “YELLOW”. ამასთანავე, პირველად საქართველოში, ვითიბი ბანკი, საერთაშორისო საგადახდო სისტემა Mastercard-თან ერთად იწყებს უმაღლესი კლასის პრემიალური ბარათის - World Elite Mastercard - ის გამოშვებას. World Elite Mastercard VIP-კლასის საბანკო პროდუქტია, რომელიც ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პრივილეგიების სამყაროს კარს უხსნის. „დღეს ორ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოგიდგენთ: ვითიბი ბანკი, როგორც ნოვატორი კომპანია, მომხმარებელს კვლავ სიახლეს სთავაზობს და პირველად საქართველოში ნერგავს MASTERCARD -ის პრემიალურ და ყველაზე მაღალი კლასის ბარათს - WORLD ELITE-ს. ეს არის უნიკალური ბარათი, რომელიც უამრავ შესაძლებლობას და ფინანსურ კომფორტს უქმნის მოხმარებელს. ასევე ჩვენ დღეს ნინო ქათამაძესთან უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობას უყრით საფუძველს. ნინოსთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ხოლო აღნიშნული კონცერტები ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია. თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი საინტერესო იდეის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც საზოგადოებას უახლოესი წლის განმავლობაში ერთობლივად წარვუდგენთ. დარწმუნებული ვართ ჩვენი და ნინო ქათამაძეს თანამშრომლობის მანძილზე არაერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ. „WORLD ELITE MASTERCARD® – ეს ბარათზე მეტია, ეს არის პრესტიჟისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლო და განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება. გარდა ფართო ფინანსური შესაძლებლობებისა, ასევე სხვადასხვა კომპანიების ექსკლუზიური წინადადებებისა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ბარათის მფლობელები მიიღებენ უამრავ ფასდაუდებელ შთაბეჭდილებას იმ ღონისძიებებისგან, რომელთაც MASTERCARD–ი მსოფლიოში სახელგანთქმულ თეატრებთან, მუზეუმებთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან, მაღაზიებსა და ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად ახორციელებს. ჩვენ ძალზე მოხარულნი ვართ შესაძლებლობით წარმოვადგინოთ ჩვენი ტოპ– პროდუქტი საქართველოს ბაზარზე და მხარი დაუჭიროთ „ვითიბი ბანკ ჯორჯიასთან“ ერთად ასეთ მნიშნელოვან მუსიკალურ ღონისძიებას“, – განაცხადა MASTERCARD–ის რეგიონალურმა დირექტორმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში - იგორ სტეპანოვმა.
(R)
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)