23:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 22:08:25, 1763 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: ევროპაში არის სრული კონსესუსი, რომ რ2-ის საქმე არის წითელი ხაზი, რომელზეც დემოკრატიის მომავალი გადის

გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ დღეს ევროპაში არის სრული კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ რუსთავი2-ის საქმე არის წითელი ხაზი, რომელზეც გადის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მომავალი, რომელზეც გადის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მისივე თქმით, საქმემ ძალიან ნათლად გამოაჩინა ის, რომ რუსთავი2-ის საკითხი იყო უკიდურესად პოლიტიზირებული.

"ამ საქმემ ძალიან ნათლად გამოაჩინა ის, რომ, სამწუხაროდ, რუსთავი2-ის საკითხი იყო უკიდურესად პოლიტიზირებული საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმის მიმდინარეობა, სრულიად ნათელი გახადა ყველასთვის, რომ არაფერი საერთო რუსთავი2-ის საქმე არა აქვს არც კანონის უზენაესობასთან, არც საკუთრების უფლებასთან და ეს არის პირდაპირ თავხედური მცდელობა საქართველოს ხელისუფლების, რომ წაართვას ტელევიზია მის კანონიერ მფლობელს და წაართვას ტელევიზიას მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics