|
2017-03-07 16:57:42, 1245 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის წარმომადგენლებთან DCFTA ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები განიხილა
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში გათვალისწინებული “ევროკავშირი - საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული SPS ქვეკომიტეტის” მე-2 სხდომა სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხები, ასევე ხელი მოეწერა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების სამოქმედო გეგმას. აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველომ 2015 წლიდან დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკიმისიის გენერალური დირექტორატის (DG SANTE, DG TRADE) წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირები. (NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)