21:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 16:52:09, 1447 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ორი ახალი სტადიონი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ,  საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად,  ჩიქოვანის ქუჩაზე ახალი,  ორზონიანი სტადიონი გახსნა. სპორტული მოედნები, რომლებიც 960 კვ.მ-ზე მოეწყო,  ფეხბურთისა და კალათბურთისთვისაა განკუთვნილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მშენებლობამდე, სტადიონების მოსაწყობად განსაზღვრული ტერიტორიის გეოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  მდინარე ვერესა და ჩიქოვანის ქუჩის  მხრიდან საყრდენი კედლები მოეწყო, ასევე, მოგვარდა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის პრობლემა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს ქალაქის მასშტაბით, ბავშვთა სათამაშო მოედნების გაკეთება აქტიურად მიმდინარეობს.

„მხოლოდ საბურთალოს რაიონში 20-ზე მეტი სტადიონი კეთდება, მათ შორის ეს, რომელიც დღეს გაიხსნა, ერთ-ერთი პირველია. დღეიდან აქ  ბავშვებს შეეძლებათ ითამაშონ, როგორც ფეხბურთი, ასევე კალათბურთი. ეს ყველაფერი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მისი ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  ძალიან დიდია ინტერესი პატარებისა და მოზარდების მხრიდან, ასე რომ წელს ქალაქში ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიების ფარგლებში, ჩიქოვანის ქუჩაზე მცხოვრებ ბავშვებს, სიმბოლურად, ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.

აღნიშნული სპორტული მოედნების მოსაწყობად, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 95 000 ლარი დაიხარჯა.

სტადიონების გახსნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები  ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics