|
2017-03-07 15:51:18, 1284 ნახვა
საზოგადოება
სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კერძოდ კი, გადაწყვეტილება სტრუქტურულ ცვლილებებსა და სამოქმედო გეგმას მოიცავს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სულხან სალაძის პრეზენტაციას კამათი მოჰყვა. ბორდის წევრი ცდილობდა გაერკვია, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით რამდენი ადამიანის ოპტიმიზაცია უნდა მომხდარიყო, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. სალაძის ინფორმაციით, ცვლილებები დაახლოებით 550 ადამიანს შეეხება, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც. მის ამ პოზიციას მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრების მხრიდან კამათი მოჰყვა. ისინი სალაძეს ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ. ცნობისთვის, გეგმის თანახმად, 2017 წლის 17 ივლისამდე არხზე ყველა გადაცემა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მანამდე კი მენეჯმენტი არხის პროგრამული პოლიტიკის განსაზღვრას გეგმავს. კონკურსის გზით შეირჩევა კონკრეტული გადაცემები. 30 მაისამდე არხმა კონკურსის პირობები და ჯგუფის შემადგენლობა უნდა მოამზადოს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით, "რეალური სივრცე", "წითელი ზონა" და კიდევ ათობით გადაცემა, რომელიც წითელ ველში მოხვდა, სავარაუდოდ, დაიხურება, მწვანე და ყვითელ ზონაში მითითებული გადაცემები კი დარჩება. აღნიშნული დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)