|
2017-03-07 15:23:09, 1662 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კამპანიას იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კამპანიას იწყებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის ინფორმაციით, კამპანიის პრეზენტაცია 10 მარტს გაიმართება. „თქვენ ყველას გახსოვთ, პრეზიდენტის წინადადება საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესისადმი მეტი ნდობა და მაღალი კონსენსუსი. გიორგი მარგველაშვილმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ჩართულიყო კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვაში. შესამაბისად, მინდა გაცნობოთ, რომ 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება კამპანიის პრეზენტაცია, თუ რა სახის ღონისძიებებს მოიცავს და გულისხმობს აღნიშნული პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს“, - განაცხადა მიშველაძემ. როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კამპანიის მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს. „ჩვენ საზოგადოებას, უფრო კონკრეტულად გავაცნობთ სამოქმედო გეგმას და კამპანიის მიზნებს. ზოგადად კი, პროექტი გულისხმობს კონსტიტუციასა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და კონსტიტუციის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, რაც თავისთავად უზრუნველყოფს დემოკრატიის მთავარ ღირებულებას - მომავალი სახელმწიფო მოწყობის მოდელში და ქვეყნის მართვაში, ხალხის ჩართულობის მეტ გარანტიებს. ამ კამპანიის მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, ჩვენ კი, ამ შეხედულებებს საჯაროს გავხდით და იმედი გვაქვს, ისინი იქნება მოსმენილი და გაზიარებული. პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები“, - განაცხადა მიშველაძემ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)