|
2017-03-07 13:38:26, 1443 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული გახდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული გახდება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას, უწყება შემდეგი კვირიდან დაიწყებს. "სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლის მიხედვით პირველი კატეგორია რომელთაც 40 ათას ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი, ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს, ასეთია 32 ათასი ადამიანი. მათგან 20 ათასი სარგებლობდა კერძო დაზღვევით, ხოლო 10 ათასს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯანდაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამისად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე. რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებას და ახალი კომპონენტების გაჩენას მოწყვლადი ნაწილისთვის, როგორიცაა ამბულატორიული მედიკამენტის, ამ კვირის განმავლობაში გვექნება ძალიან დეტალური საინფორმაციო კამპანია და პირადად გავაცნობ საზოგადოებას ყველა ამ დეტალს", - აღნიშნა დავით სერეენკომ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)