|
2017-03-07 13:15:16, 1535 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სოფრომაძე სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის ჯანდაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
სოციალური მომსახურების სააგენტო გასული წლის ნოემბერში სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) ოფიციალური წევრი გახდა. საქართველო მონაწილეობას იღებდა ასოციაციის კომისიების მე-11 ფორუმში, რომელიც მარტის დასაწყისში ჟენევაში ჩატარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე განისაზღვრა ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ყველაზე დიდ გამოწვევებს წარმოშობს სოციალური დაცვის უწყებებისათვის მსოფლიოს მასშტაბით. განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები. ასოციაციის სამდივნოს და კომისიების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სხვა რიგ აქტივობებთან ერთად, დაიგეგმა სოციალური დაცვის სფეროში არსებული, გაიდლაინების გადახედვა, მათი განახლების მიზნით. ასოციაციის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის წარდგინებით, ასოციაციის ბიურომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ასოციაციის ჯანდაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩია. სოციალური დაცვის საერთაშირისო ასოციაცია (ISSA) 1927 წელს ჩამოყალიბდა. იგი დღეს 158 ქვეყნის 334 სოციალური დაცვის ინსტიტუტს აერთიანებს და სოციალური დაცვის სფეროში მსოფლიოში ლიდერ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)