|
2017-03-07 11:58:55, 1186 ნახვა
საზოგადოება
2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოდან 8 777 275 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 777 275 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 94%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 20,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 91%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „თებერვლის თვის მონაცემებით, ექსპორტის ტენდენცია არის მატებისკენ, რაც ძალიან მისასალმებელია და რაც უმთავრესად განპირობებულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, სადაც დასტაბილურდა მდგომარეობა. ეს წელი მართლაც აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება",-აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (5 717 289 ბოთლი), უკრაინა (859 756), ჩინეთი (832 552), ყაზახეთი (389 040) და პოლონეთი (312 650). ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ასე გამოიყურება: აშშ - 3206% (31 740 ბოთლი), ჩინეთი - 280% (832 552), კანადა - 238% (24 360), გერმანია - 151% (86 374), რუსეთი - 123% (5 717 289), ლატვია - 85% (183 720), ყაზახეთი - 15% (389 040), უკრაინა - 32% (859756) 138%-ით გაზრდილია ჭაჭის ექსპორტიც. სულ 33 874 ბოთლი ჭაჭა მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაიგზავნა. ექსპორტირებულმა ჭაჭამ თანხაში 99 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 119%-ით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, როდესაც აღნიშნულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. (NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)