|
2017-03-07 10:29:01, 1483 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2 გადასასვლელის დახურვის გამო შეშფოთებულია
ამერიის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი დახუროს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, გადასასვლელების დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს. "ამგვარი ქმედებები არამხოლოდ ართულებს ადგილობრივთა ჰუმანიტარულ მდგომარეობას, არამედ ნიადაგს აცლის საზოგადოების ნდობასა და რწმენას და აზარალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომელიც კონფლიქტისაგან დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველ მექანიზმადაა აღიარებული. შეერთებული შტატები მხარს უჭერს აღნიშნული გადასასვლელების გახსნას, რათა ბავშვებს სკოლაში სიარულის, ხოლო მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სავაჭრო საქმიანობის წარმართვის, ნათესავებთან მისვლისა და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მიეცეთ,-" ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულიაისიც, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაგმო“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის - ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია – დახურვა. აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას“-ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ჩაიკეტა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)