|
2017-03-06 23:36:00, 1319 ნახვა
საზოგადოება
კალაძე მიიჩნევს, რომ თავისუფალი სიტყვის მქონე ხალხი ყვირის იქ, სადაც სალაპარაკოც არაფერია
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, თავისუფალი სიტყვის, ნების და განწყობების მქონე ხალხი ყვირის იქ, სადაც სალაპარაკოც კი არაფერია და თხოულობს იმას რაც უკვე ისედაც ხელში აქვთ. ამის შესახებ კალაძემ ვიცეომიმართვაში განაცხადა, სადაც "რუსთავი 2"-ის ირგვლი განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. "კარგი იქნება თუ გაიხსენებენ ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამგეგმავი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებს ხელისუფლებაში ყოფნისას სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს "ნაციონალებმა" რა იკადრეს, ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად გადაცემების ბოიკოტირებიდან დაწყებული ტელეკომპანიების დახურვით და დარბევით დამთავრებული და ახლა როგორ დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელი ტერორზე მეტად ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი არის აღმაშფოთებელი თუ შესაშფოთებელია ვინმესთვის? დღეს ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები თუ ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებრეთ 'ნაციონალების" პროპაგანდისტულ გიპნოზს და დაიჯერეთ რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება? რისგან, ვისგან? ერთმა "ნაციონალების" დროს მფლობელმა მეორე "ნაციონალების" დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა? სირცხვილია როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში. მისი თქმით, "კიდევ ერთხელ უნდა იქნას გაცნობიერებული, რომ დავაში მოგებული მხარე არის ის პიროვნება, ვისაც თავის დროზე აყიდინა ეს ტელევიზია სააკაშვილმა და მისმა გუნდმა". "დავაში მონაწილეობენ მხარეებად სააკაშვილთან ამჯერად კარგად მყოფი და მეორეს მხრივ მისგან შერისხული, მაგრამ როდესღაც აგრეთვე კარგად მყოფი პირები. ამ საქმემ ქვეყანაში არსებული ყველა ინსტანცია გაიარა, სასამართლოს მუშაობას ჩვენი შეფასებებითაც კი არ ვეხებოდით ხელისუფლების სხვა შტოებს წარმომადგენლები. კალაძის განცხადებით, "უმეტესობა არასწორად იყენებს თავისუფლებას, იბრძვიან, ყვირიან მის მოსაპოვებლად, და როცა აღწევენ მიზანს მერე ვერ ხვდებიან თავის და ქვეყნის სასიკეთოდ როგორ გამოიყენონ ეს მოპოვებული". "ის რაც ამ დღეებში "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ხდება მაგის მაჩვენებელია. თავისუფალი სიტყვის, ნების და განწყობების მქონე ხალხი ყვირის იქ სადაც სალაპარაკოც კი არაფერია და თხოულობს იმას რაც უკვე ისედაც ხელში აქვთ. ეს არის ჩემი მოსაზრება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით",- განაცხადა კალაძემ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)