21:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 23:21:46, 1411 ნახვა

საზოგადოება
ვიცე-პრემიერის თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის არსებობა

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში.

ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"რაც შეეხება რუსთავი 2"-ის პროცესს, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შედეგად სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სიკეთეებთან ერთად და ეს არის, რასაც პირველ რიგში ჩვენი გუნდი არ დათმობს, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები. ჩვენ ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს და ღიად უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ბევრი დრო არ გასულა, სულ რაღაც ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გარემოებები შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში",-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, "რუსთავი 2" ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ".

"ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, სიტყვის თავისუფლების უფლებით, და რა? - როდის ჰქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა? როდისმე ჰქონიათ მუშაობაში ბარიერები? ისმის ძალიან მარტივი კითხვა- თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი არ შეზღუდულა, მეტიც, ხელისფულება, თითოეული ჩენგანი, მეც  ვთანამშრომლობდით ზუსტად ისე, როგორც სხვა არხებთან. რატომ შეიზღუდება მანცდამაინც ახლა? თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა და მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ 'რუსთავი 2"-ს არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია და არ ექნება  არასდროს",- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics