|
2017-03-06 15:38:18, 1474 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანს სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენს. ყირგიზეთის დელეგაციას, იუსტიციის მინისტრ ურან ახმეტოვის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობას და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ, ასევე ისაუბრეს მოქალაქეობის მინიჭების და მოქალაქეობის არ მქონე პირების საკითხებზეც. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. გარდა ამისა, დაგეგმილია დელეგაციის სტუმრობა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში. ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და ის 7 მარტს სრულდება.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)