|
2017-03-06 11:27:13, 2400 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მეოთხე კვარტალში, 15,3%-ით გაიზარდა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,3%-ით გაიზარდა და 17,4 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 8,8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 20.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 81,0% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 9,4% - საშუალო, ხოლო 9,6% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზ- ნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79,0%, საშუალოზე - 11,3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9,7%. საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში 13,0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,4 %-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 8,1 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,7 %-ით მეტი). დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 620,8 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,7% ქალია, ხოლო 59,3% - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16,6% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 22,1% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერი- ოდთან შედარებით - 3,7%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1997.6 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,2 %-ით მეტი ). 2016 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1130,4 ლარს გაუტოლ- და (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 85,8 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 819.0 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარე- ბით 66,1 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1268,5 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1110.0 ლარი, მცირე ბიზნესი – 646,6 ლარი. 2016 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,5% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 11,0%-იანი წილით. შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,8%-იანი წილით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 8,7%-იანი წილით, ხოლო დარჩე- ნილი 23,0% - სხვა დარგებზე ნაწილდება: 2016 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,3%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (19,8%) და ვაჭრობა (17,1%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 12,6%-იანი წილით, ოპერაციები უძ- რავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 9,5%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 19,7 პროცენტიანი წილი უჭირავს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)