|
2017-03-06 10:20:23, 1283 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ დედის დღე ხულოში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ ,,გოდერძზე" ოჯახთან ერთად სტუმრობის შემდეგ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, დანისპარაულსა და დიდ რიყეთში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა, მათ დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მასთან ერთად ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე იმყოფებოდნენ. ზურაბ პატარაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დანისპარაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედას, მზიური შამანაძეს გაზქურა გადასცა. მზიური შამანაძე სამი შვილის დედაა. აქედან ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მას 2 ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა და მალე მესამე ოპერაციაც ჩაუტარდება. რეგიონის პირველმა პირმა და ანზორ ბოლქვაძემ სოფელ დიდ რიყეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მანანა გორგაძისთვის განკუთვნილი ეტლი მის შვილს გადასცეს. მანანა გორგაძემ ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. "დღეს მოვიარეთ რამდენიმე სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში. სოციალურად დაუცველ დედებს მივულოცეთ გაზაფხულის ეს მშვენიერი დღესასწაული და ბედნიერება, სიხარული და შვილების კეთილდღეობა ვუსურვეთ. მინდა აღვნიშნო, რომ დედები, რომლებიც მარტო ზრდიან სპეციალური საჭიროების მქონე შვილებს, ჩვენთვის სიძლიერის მაგალითია და ჩვენგან ისინი მხარდაჭერას, დაფასებას და პატივისცემას იმსახურებენ" – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. (NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)